საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს პრემირ-მინისტრი ნიკა გილაური გორში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემირ-მინისტრი გორში იმყოფებოდა, ნიკა გილაურმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო 2010 წლის 8 აგვისტოს საქართველოს პრემირ-მინისტრი ნიკა გილაური გორში იმყოფებოდა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 2 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ნიკა გილაურმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

 

"ძალიან კარგად გვახსოვს, 2 წლის წინანდელი რუსეთის აგრესია, ოკუპაციის პერიოდი. ყველას კარგად ახსოვს ის ბიჭები, რომლებიც დაიღუპნენ ამ ბრძოლაში, პერიოდში როდესაც ისინი ქართველ ერს და საქართველოს სახელმწიფოს იცავდნენ.საქართველოს პრემირ-მინისტრი ნიკა გილაური გორში იმყოფებოდა

 

მუდმივად უნდა გვახსოვდეს ამ ბიჭების სახელები და ამ ბიჭების სახელების სადიდებლად ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა აღორძინდეს, გაერთიანდეს, ტერიტორიები დაბრუნდეს, ეკონომიკურად გავძლიერდეთ და გავიმარჯვოთ. იმ ერს, რომელსაც ასეთი გმირები ჰყავს, უკან ნაბიჯის გადადგმის უფლება არ ქვს.

სწორად ამ ბიჭების სადიდებლად უნდა მივაღწიოთ იმ გამარჯვებას, რასაც საქართველოს ერთიანობა ჰქვია," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური