საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

„საქართველოს რკინიგზამ“ საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ობლიგაციები განათავსა ამოსაბეჭდი ვერსია

2010 წლის 19 ივლისს საქართველო პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა მედიის წარმომადგენელთათვის ბრიფინგი გამართა2010 წლის 19 ივლისს საქართველო პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა მედიის წარმომადგენელთათვის ბრიფინგი გამართა.

როგორც ნიკოლოზ მჭედლიშვილმა აღნიშნა, გასული კვირის ბოლოს „საქართველოს რკინიგზამ" ლიდ-მენეჯერი საინვესტიციო ბანკების Bank of America-Merrill Lynch-სა და JPMorgan-ის მეშვეობით საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე 250 მილიონი დოლარის ღირებულების ხუთწლიანი ობლიგაციები განათავსა.

„თავდაპირველად საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთად ეს ბანკები ინვესტორებისათვის ასახელებდნენ წლიურ 10 პროცენტს, თუმცა ამ ობლიგაციებზე მოთხოვნის გათვალისწინებით საპროცენტო განაკვეთმა ოდნავ ნაკლები - 9.875 პროცენტი შეადგინა, ხოლო კუპონის გადახდა ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოხდება. „საქართველოს რკინიგზის" ობლიგაციების ნომინალი 1000 და 100,000 დოლარს შეადგენს.

ამ მოვლენას წინ უსწრებდა როუდ-შოუ დიდ საფინანსო ცენტრებში - შვეიცარიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, სინგაპურში და ჰონგ-კონგში. როუდ-შოუსთან დაკავშირებით ლონდონში ივლისის დასაწყისში თქვენ იცით, რომ იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური.

„საქართველოს რკინიგზა" მოზიდულ თანხას გამოიყენებს თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისათვის და მოდერნიზაციის პროექტების დასაფინანსებლად.

„საქართველოს რკინიგზის" 100 პროცენტი სახელმწიფოს მფლობელობაშია და მის აქვს მინიჭებული B+ რეიტინგი Standard & Poors და Fitch სარეიტინგო სააგენტოების მიერ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური