საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა უკრაინული დელეგაცია მიღო ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისრტი ნიკა გილაური და უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრი სერგეი ტიგიპკო 2010 წლის 16 ივლისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ-მინისრტი ნიკა გილაური უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრს სერგეი ტიგიპკოს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ნიკა გილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, საქართველოში უკრაინული დელეგაციის პირველი ვიზიტია. დიდი დელეგაცია, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები არიან საქართველოს პრემიერ–მინისტრმა უკრაინული დელეგაცია მიღოჩამოსული."

„ვიზიტის ძირითადი მიზანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გატარებული რეფორმების გაზიარებაა. სწორედ ამას დაეთმო შეხვედრის დიდი ნაწილი.

 

ძირითადად, კორუფციათან ბრძლაზე, ფინანსთა სამინისტროს რეფორმირებაზე, ახალ საგადასახადო კოდექსზე ვისაუბრეთ. საკმაოდ დიდი ნაწილი (ჩვენი) გამოცდილებისა მათ მოეწონათ და აპირებენ უკრაინაშიც გაიზიარონ. იქ რეფორმების ახალი ტალღა იწყება.

ამჟამად, საქართბველოსა და უკრაინას შორის საკმაოდ მაღალ დონეზეა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. დღეს უკრაინული ინვესტიცია საქართველოში არსებობს და, იმედია, მომავალში კიდევ გაიზრდება,"- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური