საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი 2010 წლის 13 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი იყო.

ნიკა გილაურმა და რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთისა და საქართველოს შესაძლო ენერგეტიკულ თანამშრომლობაზე და პოლონური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური