საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა ახალი მინისტრები წარადგინა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტის მიერ 2 ივლისს დამტიკებლი მინისტრები სამინისტროების თანამშრომლებს წარუდგინა2010 წლი 3 ივლისს საქართველო პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პარლამენტის მიერ 2 ივლისს დამტიკებლი მინისტრები სამინისტროების თანამშრომლებს წარუდგინა.

რეგიონალური განვითარების სამინისტროში ახალი მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონალური განვითარების სამინისტრო დღევანდელ მთავრობაში მნიშვნელოვანი რგოლია.

„რამაზ ნიკოლაიშვილს მადლობა მინდა გადავუხადო იმ სამუშაოებისთვის, რაც მან ამ პერიოდის განმავლოაბში საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარეობისას გაწია. მას მინისტრის რანგში წარმატება მინდა ვუსურვო. მნიშვნელოვანი რგოლი რეგიონების კოორდინაცია. ამ სამინისტროს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული. მინდა გითხრათ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი რამაზი თქვენთან ერთად ამას მოახერხებს,"- აგანაცხადა ნიკა გილაურმაპრემიერ-მინისტრმა ახალი უწყების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ვლადიმერ ვარძელაშვილი თანამშრომლებს წარუდგინა

აგრეთვე, პრემიერ-მინისტრმა ახალი უწყების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინა.

პრემიერმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ცალკე სამინისტროს შექმნა სწორი გადაწყვეტილება იყო: „ლადო ამ დეპარტამენტის სათავეში იყო. მისი ცამოყალიბებულია, როგორც ახალგაზრდობის დეპარტამენტი, ასევე სპორტის დეპარტამენტი. ლადომ კარგად იცის ის პრობლემები, რაც ამ მიმართულებით ქვეყანას ნიკა გილაურმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერონიკა ქობალია თანამშრომლებს წარუდგინა აქვს. მას ბევრი საქმე გაუკეთებია და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ."

შემდგომ, ნიკა გილაურმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერონიკა ქობალია თანამშრომლებს წარუდგინა და აღნიშნა, რომ "ეკონომიკური განვითარების მხრივ სახელმწიფოს ბევრი მიღწევა აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არის ორი სერიოზული პრობლემა, რომელიც გადასაწყვეტია, ეს არის კერძო ინვესტიციების შემოდინება და პრივატიზაციის ტემპი".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური