საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი 2010 წლის 24 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განცხადება გააკეთა:

„ადგილობრივი არჩევნების თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა მოსახლოებისათვის და სახელმწიფო მოხელეებისათვის მიემართა, რომ წინასაარჩევნო პროცესში და არჩევნების დღეს დემოკრატიული, თავისუფალი და თანასწორი გარემო იყოს უზრუნველყოფილი.

იმისათვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს - მთავრობა არ დაუშვებს ზოგიერთი სახელმწიფო ჩინოვნიკის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ხმის მიცემისას ზეწოლის მცდელობებს, გაკეთდა ვიდეო რგოლი, სადაც პრემიერ-მინისტრი მოსახლოებას მიმართავს.

ამ ვიდეო რგოლში ნიკა გილაური ხაზს უსვამს რამოდენიმე მომენტს, რომელიც კანონით ისჯება:

• არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე ზეწოლა, კანდიდატურის მოხსნის მიზნით.

• ამომრჩევლის ხმის სანაცვლოდ გასამრჯელოს დაპირება.

• ამომრჩევლის მოტყუება თითქოს ხმის მიცემის ფარულობა არ იქნება დაცული და გადამოწმდება ვინ ვის მისცა ხმა.

• ხელმძღვანელების მიერ თანამშრომლებზე მუქარა ან ზეწოლა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

• ამომრჩევლების ხმების სანაცვლოდ მათი ახლობლების საპატიმრო ადგილებიდან გამოშვების დაპირება

• არჩევნების შედეგების, საარჩევნო დოკუმენტების რაიმე ფორმით გაყალბება ან საარჩევნო პროცესის ჩაშლა.
ნიკა გილაურის განცხადებით, ეს არჩევნები უნდა გახდეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური