საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა ახლად აშენებული მრავალპროფილიანი საავადმყოფო მოინახულა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ახლად აშენებული მრავალპროფილიანი საავადმყოფო მოინახულა2010 წლის 4 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ახლად აშენებული მრავალპროფილიანი საავადმყოფო მოინახულა

„100 საავადმყოფოს პროგრამა, რომელიც ჩაფიქრებული გვქონდა, შეფერხებებით მიმდინარეობდა. მოვახდინეთ მისი მოდელიზება და ახალი ვარიანტი საზოგადოებას შევთავაზეთ. მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ ეს დრო ტყუილად დაიკარგა.

კონკრეტულად ეს (ორთაჭალაში მდებარე) საავადმყოფო არის „100 საავადმყოფოს" პროგრამის ნაწილი და ერთერთი ნიმუში იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში საქართველოში საავადმყოფო. თქვენ ნახეთ უმაღლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა, რომელიც მომავალი წლის შუაში ამუშავდება. დაახლოებით 3-4 თვე დასჭირდება იმისათვის, რომ ყველაფერი დასრულდეს. ამ ეტაპზე აქ 150 ადამიანი მუშაობს. როდესაც საავადმყოფო გაიშვება, ჯამში მედპერსონალი 700 ადამიანამდე იქნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

ინვესტიცცის სახით 23 მლნ ევრო იდება და მომავალი წლიდან თბილისს ერთერთი ყველაზე მაღალი ტექნოლოგიების საავადმყოფო ექნება. ეს არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც საზოგადოებას რამოდენიმე დღის წინ წარვუდგინეთ. პროგრამის მიხედვით, თბილისი დავყავით ჰოსპიტალურ კლასტერებად. ერთერთი ორთაჭალის კლასტერია. ამ კლასტერებში სახელმწიფო და კერძო სექტორი ახალი ტექნოლოგიური საავადმყოფოების მშენებლობას დაიწყებენ და გააგრძელებენ. ეს არის ერთერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ახორციელებს კერძო სექტორი, კერძო ინვესტიციით ასეთი საავადმყოფოს მშენებლობას.

ახლა მთავარია, რომ მომავალი თვიდან რეგიონებში დავინახოთ მშენებლობების დაწყება. ეს არის ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, თუ რამდენად წარმატებული იქნება ჯანდაცვის ახალი რეფორმა, რომელიც ჩვენ საზოგადოებას რამოდენიმე დღის წინ წარვუდგინეთ. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ეს კონკრეტული საავადმყოფო, კონკრეტული შენობა ჯანდაცვის რეფორმის წარმატების ძალიან კარგი მაგალითია,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური