საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური სასტუმრო Radisson Blu Iveria–ში ბიზნესმენებს შეხვდა

2010 წლის 3 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ბიზნესმენებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკის 2010 წლის 1 კვარტლის მიმოხილვა

"ერთი სიახლის შესახებ მინდა მოგახსენოთ. პრემიერ-მინისტრის აპარატში ახალი თანამდებობა იქმნებნა - პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, რომლის ერთადერთი ფუნქცია კერძო სექტორის შესწავლა, დაცვა იქნება , ნებისმიერი კითხვის, რომელიც კერძო სექტორს გაუჩნდება, მთავრობამდე მოტანა, ნებისმიერი პრობლემის შესახებ, რომელიც კერძი სექტორს გააჩნია, ინფორმაციის პრემიერ-მინისტრისთვის და მთავრობისთვის მოწოდება დაევალება.

დღეს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს სიახლე წარვუდგინე. ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც გასული წლების განმავლობაში სახელმწიფოს წინაშე საინვესტიციო ვალდებულება აქვს აღებული და ამ საინვესტიციო ვალდებულებას ვერ ასრულებს ან იცის, რომ ვერ შეასრულებს, შეუძლია 1 ივნისამდე მომართოს მთავრობას. მთავრობას აქვს უფლება ეს ვალდებულება გადაუვადოს დროში ან შეუმციროს.

რაც შეეხება პრეზენტაციას, ის ეყრდნობოდა 2010 წლის I კვარტლის მონაცემებს, ყველა მონაცემის მიხედვით, საქართველო უკვე დაეწია 2008 წლის I კვარტალს, რომელიც ეკონომიკური ბუმის პერიოდი იყო. შესაბამისად, ყველა მიმართულებით ძალიან პოზიტიური მონაცემებია, როგორც საგადასახადო შემოსავლების, საბაჟო შემოსავლების, საბანკო კრედიტების, საბანკო დეპოზიტების მხრივ, აგრეთვე რეალური სექტორის განვითარების კუთხით. აქტივობა არის ძალიან მაღალი და წინასწარი მონაცემებით, I კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 4 %-ით,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ.

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური