საქართველოს მთავრობა – 2010 წლის სიახლეები

2010 წლის 2 მაისს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური ქუთაისში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა ქუთაისში ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი გახსნა2010 წლის 2 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ქუთაისში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრმა რკინიგზის ახალი სადგური, შემდეგ კი პირველი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი გახსნა. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური ქუთაისში რკინიგზის გახსნაზე

„პირველ რიგში, ქუთაისელებს ქუთაისობა მინდა მივულოცო. ლამაზი და კარგი დღეა. ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, ქუთაისში ბევრი ბავშვი გაერთობა.

ჩამოვედი, რათა ახალი რკინიგზის სადგური მენახა, რომელიც დღეს გაიხსნა. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ხოლო რკინიგზას რაც შეეხება, სერიოზული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ახალი ვაგონები და ახალი ლოკომოტივებია შემოყვანილი, მიმდინარეობს თავად რკინიგზის რეაბილიტაცია. მინდა გაჩვენოთ საქართველოს რკინიგზის წარსული და მომავალი, ძალიან დიდი განსხვავებაა რამოდენიმე წელიწადში თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობას 3 საათი დასჭირდება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური  ქუთაისობაზერაც შეეხება თავად ქუთაისს, ქუთაისში ძალიან ბევრი ახალი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, ზოგიერთი ხორციელდება კიდევაც. რკინიგზის სადგური მხოლოდ ერთი არ არის, კონტროლის პალატის შენობა მაისის ბოლოს დასრულდება და ივნისიდან კონტროლის პალატა ქუთაისში გადმოვა. აგრეთვე, საგზაო დეპარტამენტის შენობაც მაისის ბოლოს სრულდება და ივნისის თვიდან საგზაო დეპარტამენტიც აქ გადმოვა. საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დასავლეთის ცენტრი რამოდენიმე თვეში დასრულდება და ისიც აქეთ გადმოვა. რაც მთავარია, პარლამენტის მშენებლობა იწყება, ამას უფრო მეტი დრო დასჭირდება და პარლამენტიც გადმოვა აქ რამოდენიმე წელიწადში.
შესაბამისად, ქუთისი ნამდვილად ხდება საქართველოს მეორე დედაქალაქი," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური