საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და  აშშ-ს სახელმწიფო მდივანმი ჰილარი კლინთონი2010 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

6 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო დელეგაციებმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის წლიურ შემაჯამებელ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. ქარტიის სხდომა გახსნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინთონმა.

"ჩვენი თანამშრომლობა საერთო ინტერესებს და ღირებულებებს ეყრდნობა. ჩვენმა ხელმოწერილმა ქარტიამ ურთიერთობების კიდევ უფროსაქართველოს დელეგაციის შეხვედრა ექსიმ ბანკში განვითარების და გაღრმავების ფორმატი მოგვცა.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი ვალდებულება იმ სამუშაოების მიმართ, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარებისკენ არის მიმართული. საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის პოზიცია ურხევია. ეს არის ჩვენი ქარტიის მთავარი პრინციპი...

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მოვუწოდებს რუსეთს შეასრულოს ვალდებულება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან," - განაცხადა აშშ-ს სახეკმწიფო მდივანმა ქარტიის სხდომაზე. ჰილარი კლინთონმა თავის გამოსვლაში საქართველოში გატარებული რეფორმები მოიწონა და მოუწოდა ამერიკელ ბიზნესმენებს ინვესტიციები განახოციელონ საქართველოში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა თბილი სიტყვებისთვის აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა: "დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერთ.

ამერიკის დახმარება საქართველოს საშუალებას აძლევს გახდეს მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი. ჩვენ გვჭირდება ინფრასტრუქტურული რეფორმები.
ბოლო ორი წელი საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ეკონომიკის აღდგენა შესაძლებელია.საქართველო–ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შემაჯამებელი სხდომა

საქართველო–ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შემაჯამებელი სხდომაამას 2 მიზეზი აქვს, პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ამერიკული მხარის მხარდაჭერა და მეორე - ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ბოლო 4-5 წელია ახორციელებს. ამ რეფორმებით საქართველომ შეძლო რეგიონში მაგალითი გამხდარიყო, რომელშიც ჯერ კიდევ საბჭოთა აზროვნება სუფევს და კორუფცია ჯერ კიდევ ყოველდღიურობის მაგალითია. ამ რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის და საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის მოდელი გავხდით და ეს მოდელი შესაძლოა მთელ რეგიონზე კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდეს.

ველოდებით მომავალი წლის გეგმას ინფრასტრუქტურისა და განათლების სფეროებში. ვფიქრობთ ამერიკული უნივერსიტეტის გახსანს, რომელიც მთელ რეგიონში განათლების ცენტრად იქცევა.
საქართველო არის ენერგეტიკული დერეფანიც, რომლის გავლითაც ხორციელდება გაზის, ელექტროენერგიის და ნავთობის ექსპორტი.

ამ კუთხით დამატებითი პროექტები და განვითარება მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო საქართველოსთვისა და რეგიონისთვის, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
რაც შეეხება თავდაცვას - ამერიკა და საქართველო კარგი მოკავშირეები არიან და ეს აისაფის ოპერაციამაც დაადასტურა.

სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს პირველი დანაკარგები და დიდი მადლობა თქვენი კეთილი სიტყვებისთვის ამ თემაზე. ასევე მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის ნატოში მისწრაფების კუთხით შეხვედრა ვაშინგტონ პოსტშიდა ლისაბონის სამიტზე ამ მხარდაჭერის გაგრძელებას ველოდებით. გვაქვს სახელმწიფო სტრატეგი ოკუოპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას წარედგინა
შეხვედრა მისტერ დანიესსა და იოჰანესთანდა ამ სტრატეგიით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას. საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ რეფორმებსაც და ამის კარგი მაგალითია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელიც სულ ახლახანს ამოქმედდა.

ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ ბევრი რეფორმის გატარებას ვგეგმავთ. ჩვენ გვაქვს შორს მიმავალი გეგმები და ვფიქრობთ ეს ფორმატი ამ გეგმების განხორციელების კარგი საშუალებაა, იმისთვის რომ საქართველო ამერიკის ურთიერთობა კიდევ უფრო გაუჯობესდეს და გაღრმავდეს," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქრთველო-ამერიკის ქარტიის სხდომაზე.

აგრეთვე, ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში გამართული შეხვედრების წინ ნიკა გილაურს მოლაპარაკეკები ჰქონდა ამერიკის ექსპორტ-იმპორტის ბანკის ხელმძღვანელობასთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაფორმდება მემორანდუმი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ამერიკული კერძო ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში.

"მემორანდუმი გაფორმდება საქართველოს მთავრობასა და ექსიმ ბანკს შორის.ექსიმ ბანკი საქართველოში პირველად შემოვა.კლინტონის გამოსვლა იყო არაჩვეულებრივი მხარდაჭერის გამომხატველი.რეალურად, ეს ყველა ის წინადადება იყო, რომელიც ქართულ საზოგადოებას აინტერესებს.. აშშ ითხოვს რსუეთის საოკუპაციო ჯარის გასვლას საქართველოდან,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დღეს, ნიკა გილაური ამერიკის შეერთებული შტატების სენატში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე სენატორს, მათ შორის რიჩარდ ლუგარს შეხვდა.

შეხვედრა ამერიკის ენერგო დეპარტამენტში7 ოქტომბერს, ვაშინგტონში ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით ათასწლეულის ფონდის (MCC) აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესს (Daniel W. Yohannes ) შეხვდა.შეხვედრა ამერიკის ენერგო დეპარტამენტში

საუბარი შეეხო უკვე განხორცილებულ და მომავალში განსახორციელებელ პროექტებს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდში საქართველოში მიმდინარე პროექტებით კმაყოფილება გამოთქვეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სადაც, მილენიუმის პროგრამით გათვალისწინებული პროექტები გეგმის მიხედვით ხორციელდება.

MCC-ის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ ""მილენიუმის პრეზიდენტი საქართველოში ოქტომბრის ბოლოს ჩამოდის და იმ პროგრეს შეაფასებს,რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ხორციელდება. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც აბსოლიტურად ყველა პროექტი შეასრულა. იქნება თუ არა მეორე ტრანში, ამის გადაწყვეტილებას საბჭო ნოემბერში მიიღებს. და თუ მეორე ტრანში იქნება, ეს თანხა განათლების სფეროს უნდა მოხმარდეს. ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ საქართველოში უნივერსიტეტი დაფუძნების საკითხი, რომელიც ამერიკის მენეჯმენტის ქვეშ იქნება."

დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ფილიპ ლე უერუსა (Philippe Le Houerou) და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობას შეხვდა. შემდგომ კი, აშშ-ს ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა. ნიკა გილაურმა თავის მოხსენებაში ძირითადად ეკონომიკაზე ისაუბრა.

"აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან განვიხილეთ ელექტროენერგიის შესაძლო ტრანზიტი თურქეთის გავლით ერაყში... საქართველო რეგიონში მცირე ენერკეტიკული ცენტრი ხდება. სოჭის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამერიკაში ატლანტიკის საბჭოზეოლიმპიადასთან დაკავშირებით ორი ძირითადი საკითხი არსებობს: ოლიმპიადა მშვიდობის სიმბოლოა, ახლა კი მისი ჩატარება ქვეყანაში, რომლის მახლობლად მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული ოლიმპიადების თამაშების არსს სცდება.... განსაკუთრებით გვაღელვებს ის ,რომ ახალი კონსტრუქციები აფხაზეთში გარემოს და ინფრასტრუქტურას ანგრევს," - განაცხადა სქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ნიკა გილაურმა აგრეთვე აღნიშნა, რომ "ჰილარი კლინტონის რუსეთისგან საოკუპაციო ჯარების გაყვანის მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი პრიორიტეტია.. ჩვენ ამ საკითხს ყოველდღე დავაყენებთ....საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამერიკაში ატლანტიკურ საბჭოზე

ენერგეტიკის მიმართულებით 5 წლის წინ ძალიან რთული მდგომარეობა გვქონდა. რუსეთზე ვიყავით დამოკიდებულები. ახლა კი საქართველო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანაა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ვახორციელებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, მივესალმებით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელში ყოფნაც რუსეთს უფრო ცივილურს გახდის. მაგრამ იმ პირობით, რომ ორგანიზაციის ყველა წესი შესრულებული იქნება. ერთ-ერთი პირობა ის არის, რომ ორგანიზაციის წევრ ორ ქვეყანას შორის საბაჟო გამშვები პუნქტები და საზღვრები გავჭვირვალე უნდა იყოს..: ამ ეტაპზე რუსეთის მიერ ოკუპირებულია ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და რუსეთი ამ პირობას ვერ აკმაყოფილებს....

რუსეთის შემოჭრის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მსოფლიოსთვის ეთქვა, რომ ეს კორიდორი უსაფრთხო არ არის. მაგრამ ჩვენ ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია გაზის ექსპორტი აზერბაიჯანიდან თურქეთში.

თუ კონტრაქტს ვაფორმებთ, პირობებს მტკიცედ ვიცავთ. როდესაც რუსეთი საქართველოს ბომბავდა, ჩვენ ექსპორტი არ შეგვიწყვეტია.....ჩვენთვის 2009 წელი რთული იყო, მაგრამ უკვე ეკონომიკის აღდგენის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური USAID -ის მმართველს რაჯივ შაჰის შეხვდაპროცესში ვართ. წელს შიდა პროდუქტი 5-6%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, უცხოური ინვესტიციებიც გაიზარდა. საქართველო რეგიონში საინვესტიციო ცენტრად იქცა. რეფორმბის შემდეგ უცხოელები არჩევანს საქართველოზე აკეთებენ."

აგრეთვე, აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური USAID -ის მმართველის რაჯივ შაჰის (Rajiv Shah) შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის განვითარების სააგენტოს რამდენიმე პროექტი წარუდგინა,რომელსაც საქართველოში USAID-ი დააფინანსებს.

"USAID-ი საქართველოში ერთ-ერთი დიდი ინვესტორია და ენერგეტიკაში ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს... USAID-ს 80 მილიონ დოლარიანი პროექტი აქვს ლტოლვილების სახლების რეაბილიტაციაზე.ეს პროექტები ახლა იწყება," - განაცხადა ნიკა გილაურმა შეხვედრის შემდეგ.
გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის საზღვარგარეთ კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) ხელმძღვანელის ელიზაბეთ ლითლფილდისა (Elizabeth L Littlefild)  და აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის რონ კირკის შეხვედრები.საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნგოზი ოკონჯო ივაელასთან, მსოფლიო ბანკის დრექტორთან

აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური J.P. Morgan ინვესტორთა სემინარზე სიტყვით გამოვიდა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამეტის დირექტორს მასუდ აჰმედს (Masood Ahmed) შეხვდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრს ტიმოთი გეიტნერს (Timothy Geithner) შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის საზღვარგარეთ კერძო ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) ხელმძღვანელს ელიზაბეთ ლითლფილდს შეხვდაროგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, საქართველოს მისამართით საერთაშორისო საფინანსო კორპორაციების დაფინანსება გაიზრდება.

ორმხრივი მოლაპარაკებების დროს საუბარი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს შეეხო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ამერიკაში ვიზიტი შეაჯამა.


"ამ ვიზიტს რამოდენიმე მიზანი ჰქონდა: პირველი, პოლიტიკური მხარდაჭერის გამყარება, რომელიც აშკარაა და გამოჩნდა. მეორე, იმ ორგანიზაციებთან მუშაობა, რომლებიც თვითონ აფინანსებენ თავიანთ პროექტებს და მესამე მიზანი - ის ჯგუფი ორგანიზაციებისა, რომელიც კერძო სექტორთან მუშაობენ. რეალურად, მიზანი საქართველოს დაფინანსებაზე პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება იყო, რომლის შედეგადაც ეს ორგანიზაციები კერძო სექტორთან მუშაობას გააგრძელებდნენ.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველა ეს მიზანი მიღწეულია. წარმატებული შეხვედრა ტიმ გეიტნერს - ამერიკის ფინანსთა მინისტრთან გვქონდა, რომელმაც მხარდაჭერა და მზადყოფნა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრს ტიმოთი გეიტნერს შეხვდაგამოთქვა ყველა ამ პროექტთან დაკავშირებით, ამ ორგანიზაციებს საქართველოს მიმართულებით ამერიკის ბიუჯეტიდან გაუზიარებს დაფინანსებას...

ჰილარი კლინტონმა თავად მოუწოდა ამერიკის კერძო სექტორს, მინდა გითხრათ ეს ძალიან იშვიათად ხდება, რომ ჩადოს ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში. ვნახოთ, მომავალ წელს რამდენად აქტიუები იქნებიან ამერიკელი ბიზნესმენები და ამერიკის კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოში, " - აღნიშნა ნიკა გილაურმა აშშ-ს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური