საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 2010 წლის 23 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს და კონკრეტულ პროექტებს შეეხო, რომელსაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად ახორციელებენ.

ბაქოში ნიკა გილაურმა ჰეიდარ ალიევის საფლავი და "შეხიდების ხეივანში" სამშობლოსთვის და რწმენისათვის თავდადებულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური თავის აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასი-ზადეს შეხვდა

აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პირისპირ შეხვდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას არტურ რასი-ზადეს.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ნიკა გილაურმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

როგორც ნიკა გილაურმა კომისიის სხდომის შემდეგ პრესის წარმომადგენლებს განუცხადა, "ერთობლივი ძალებით ბევრი მნიშვნელოვანი საქმის კეთება შეგვიძლია. ამ ეტაპზე, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკურ ურთიერთობებში მთავრი ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებია. არსებობს ახალი პერსპექტივებიც, სოფლის მეურნეობა და ტელეკომუნიკაციები. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ახალ პროექტებზე ვიმუშავებთ."

"ბაქოში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ტრანსპორტის საკითხებში მუდმივმოქმედი საბჭო შეიქმნა, რომელსაც სათავეში რამაზ ნიკოლაიშვილი ჩაუდგება," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური