საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ვიზიტები

პრემიერ–მინისტრის ვიზიტი შვეიცარიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და  შვეიცარიის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდი2010 წლის 15-16 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის პრეზიდენტს დორის ლოიტჰარდს შეხვდა. მხარეებმა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რაც ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და  შვეიცარიის  საგარეო საქმეთა მინისტრი მიშელინ კალმი–რეი
როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა: „მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. ეს არის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება, რაც ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების შემოსვლას შვეიცარიიდან."

აგრეთვე, შვეიცარიაში ვიზიტის დროს ნიკა გილაური საგარეო საქმეთა მინისტრს და ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში შვეიცარელ ბიზნესმენებს შეხვდა.

 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური