საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ვიზიტები

პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურის ვიზიტი კატარში

ყატარის პრემიერ–მინისტრი შეიხ ჰამად ალ–თანი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაურიპრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 24-25 თებერვალს იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით კატარში, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.

დედაქალაქ დოჰაში გილაური მიიღო კატარის პრემიერ-მინისტრმა და ამავდროულად ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ ჰამად ალ-თანიმ (Hamad bin Jassim bin Jabr Al-Thani).

მოლაპარაკებების დროს მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში გააფორმონ ხელშეკრულება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, ჩამოაყალიბონ ერთობლივი ბიზნეს-საბჭო და ასევე იმუშაონ კონკრეტულ პროექტებზე. კატარის პრემიერ-მინისტრი 2010 წლის აპრილის დასაწყისში ეწვევა საქართველოს, რათა ადგილზე გაეცნოს ჩვენ ქვეყანას და აქ არსებულ ბიზნეს-გარემოს.

კატარის მხარე არ გამორიცხავს ინვესტიციების ჩადებას ქართული უძრავი ქონების ბაზარზე. გარდა ამისა ამ ქვეყნის ბიზნემსმენებმა გამოხატეს ინტერესი საქართველოსყატარის ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი და საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური სოფლის მეურნეობაში ჩადონ გარკვეული ინვესტიციები, თუმცა დეტალებზე მოლაპარაკება ამჟამადაც მიმდინარეობს.

გილაურმა კატარში სტუმრობისას მოინახულა საინვესტიციო კომპანია „დიარი" (Diar), რომელიც კაპიტალს სხვადასხვა ქვეყნების უძრავი ქონებაში აბანდებს. ამ კომპანიის ხელმძღვანელობამ გილაურს დაწვრილებით გააცნო ის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ხორციელდება სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში და დსთ ქვეყნებიდან კი ტაჯიკეთში.

ამ ქვეყნის წარმომადგენელი უკვე იმყოფებოდა საქართველოში და გილაურთან საუბარში მან აღნიშნა, რომ თბილისი და ბათუმი შეიძლება გახდეს ამ კომპანიის ინვესტეციებისათვის ძალზედ კარგი ადგილები.

გარდა ამისა გილაურმა გამართა შეხვედრები Hasad Food Company-ს ხემლძღვანელ ნასერ ალ ჰაჯერისთან (Naser Al Hajery) და „კატარის ავიახაზების" გენერალურ დირექტორ აქბარ ალ-ბაკირთან (Akbar Al-Bakeer). „კატარის ავიახაზების" ხელმძღვანელთან შეხვედრისას საუბარი შეეხო პირდაპირი მიმოსვლის დაწყებას თბილისსა და დოჰას შორის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ორი ქვეყნის მოსახლეობის მიმოსვლას და ბიზმესმენებს შორის კონტაქტების დამყარებას.

„კატარის ავიახაზების" ხელმძღვანელმა გილაურთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი კომპანია აუცილებლად დაამყარებს პირდაპირ ავიამიმოსვლას თბილისსა და დოჰას შორის, თუმცა ჯერ-ჯერობით ავიამიმოსვლის დაწყების თარიღი არ არის ცნობილი და ამის შესახებ დამატებითი მოლარაპარაკებები გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის ოფოციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ასევე „კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელებს. ამ შეხვედრის დროს განიხილეს კატარის მხარის შესაძლო ინვესტიციები ისეთ სექტორებში როგორიცაა ტურიზმი, უძრავი ქონება, საბანკო სექტორი, ტელეკომუნიკაციები და ჰიდროენერგეტიკა.

კატარელი ბიზნესმენები საქართველოში ჩამოსვლას უახლოეს მომავალში აპირებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრებზე სხვადასხვა თემები გნიხილს: „ლაპარაკია ხელშეკრულებაზე ორმაგი დაბეგვრის შესახებ, რომელიც გაუადვილებს ორივე მხარის ბიზნესმენებს ურთიერთობას. ლაპარაკია ინვესტიციების დაცვის შესახებ ხელშეკრულებაზე, იმაზე რომ ჩამოვაყალიბოთ ერთობლივი ორგანიზაცია, სადაც შევლენ როგორც ქართველი, ასევე კატარელი ბიზნესმენები. ეს ყველაფერი იქნება გაკეთებული მთავრობების მიერ იმისათვის, რომ მოხდეს ახალი ინვესტიციების წახალისება, კატარიდან საქართველოში. "

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური