საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი სომხეთში

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგისიანი2010 წლის 26 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ერთდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგისიანსა და პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანს შეხვდა.

როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, ვიზიტით ძალზედ კმაყოფილია.

"სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები მქონდა, ჩატარდა მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელზეც ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური და სომხეთის პრემიერ–მინისტრი ტიგრან სარქისიანიენერგეტიკულ დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და სომხეთს შორის ახალი ხაზი აშენდება, რითაც შევძლებთ კიდევ უფრო მეტი ელექტროენერგიის გაცვლას. აგრეთვე, კულტურულ საკითხებზეც ვისაუბრეთ.

ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, აბსოლიტურად ყველა საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმებას. ასეთი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას და გაღრმავებას უწყობს ხელს.

შემდეგი კომისიის სხდობა ზაფხულში, ბათუმში, ჩატარდება," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახრი