საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №396

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს (შემდგომში - საბჭო) წევრებად დაინიშნონ შემდეგი პირები:

კახი ყურაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სრული პროფესორი, საბჭოს თავმჯდომარე

იოსებ სალუქვაძე - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

გაიანე სიმონია - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის სრული პროფესორი, სამედიცინო განათლების, კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, საბჭოს მდივანი

ანა კლდიაშვილი - სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის, რესტავრაციისა და თეორიის ფაკულტეტის სრული პროფესორი

ნინო ძოწენიძე - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღმასრულებელი საბჭოს წევრი

კონსტანტინე ნანობაშვილი - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

რუსუდან ტყეშელაშვილი - საქართველოს განმანათლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი

ლალი ღოღელიანი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სამშენებლო ფაკულტეტის დეპარტამენტის თავმჯდომარე, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი

დავით კახნიაშვილი - საქართველოს კერძო სკოლების ასოციაციის თავმჯდომარე, სკოლა მწიგნობართუხუცესის დირექტორი.

 


ნიკა გილაური