საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №395

საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

1. საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 12 ნოემბრის N912 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს საავტორო უფლებათა დაცვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე

ნიკოლოზ რურუა - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

რუსუდან კემულარია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ვახტანგ ლეჟავა -საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი - პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

ირაკლი ღვალაძე - სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე

დიმიტრი ძაგნიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

2. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის წევრსა და შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლებს:

საქართველოს ავტორთა საზოგადოება;
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია;
აშშ-ს სავაჭრო პალატა საქართველოში;
ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

ნიკა გილაური