საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №371

გ. ვაშაძის მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის N314 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარედ.

 

ნიკა გილაური