საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №340

სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ქარტიით გათვალისწინებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეწყობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის N45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატებისაქართველოს ქარტიით გათვალისწინებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეწყობის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის 18 თებერვლის N45 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და კომისიის შემადგენლობაში ნიკოლოზ ფრუიძის ნაცვლად შეყვანილ იქნეს მიხეილ დოლიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

 


ნიკა გილაური