,,პროგრამა ,,ცოდნის კარის'' ფარგლებში სპეციალური საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის N110 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,პროგრამა ,,ცოდნის კარის'' ფარგლებში სპეციალური საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის N110 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და სპეციალური საკონკურსო კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დიმიტრი შაშკინი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თინა ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი - პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი
ნიკოლოზ რურუა - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
ნიკა გილაური