საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №284

პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმის დამტკიცების თაობაზე

1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად საქართველოს საბიუჯეტო პროცესში პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის მიზნით დამტკიცდეს პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის თანდართული გეგმა.

2. ამ განკარგულებით დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ზედამხედველობა და გეგმის შესრულების საერთო კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა მხარჯავმა დაწესებულებებმა, ავტონომიურმა რესპუბლიკებმა და ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყონ პროგრამული ბიუჯეტის დანერგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაძლოდ მოკლე დროში მიწოდება.

4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია უზრუნველყონ შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულებმა - გუბერნატორებმა.

5. ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია ეთხოვოს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური