საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №417

დამტკიცებულია
საქართველოს მთავრობის
2010 წლის 29 დეკემბრის
N417 დადგენილებით

სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში _ პროგრამა) მიზანია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობა, რაც განაპირობებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების გაუმჯობესებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ საექსპერტო დასკვნების გაცემის სისწორეს.
2. პროგრამის ამოცანებია:
ა) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების სრულყოფა;
ბ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიმდინარეობაზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესება და ამ სფეროში კანონიერების განმტკიცება.

მუხლი 2. პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო გადამოწმების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკვლევა პროგრამის მე-4 მუხლის `ბ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ. ამასთან, სამედიცინო დიაგნოზის გადამოწმების მიზნით პირის გამოკვლევა დაუშვებელია იმავე სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომელმაც ამ პირს მიანიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი
„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი (ორგანიზაციული კოდი _ 35 02 02) განისაზღვრა 400 000 ლარის ოდენობით.

 

 

სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონ­ტრო­ლის სახელმწიფო პროგრამა

 

თანხა ლარებით

 

სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო გადამოწმების მიზნით შშმ პირის გამოკვლევა  მიმწოდებლის  მიერ

350 000

სამივლინებო ხარჯები

  50 000.

 

 

მუხლი 4. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებებია:

ა) შემსყიდველი ორგანიზაცია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო;
ბ) მიმწოდებელი - სამედიცინო დაწესებულება, რომელთანაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულია ხელშეკრულება ამ პროგრამით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

მუხლი 5. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩევს მიმწოდებელს და დებს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების დაწყებას უზრუნველყოფს 2011 წლის 1 თებერვლამდე.