საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №388

თვითმმართველი ქ. ქუთაისისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

"საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქ. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თვითმმართველ ქ. ქუთაისს გამოუყოს 82 565 (ოთხმოცდაორი ათას ხუთას სამოცდახუთი) ლარი.

 

ნიკა გილაური