საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №331


,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის N224 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2007 წლის 23 ოქტომბრის N224 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და სამეცნიერო საბჭოში საქართველოს მთავრობის კვოტა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

,,საქართველოს მთავრობის კვოტით:

დავით დარჩიაშვილი- საქართველოს პარლამენტის წევრი

ნიკა გვარამია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ალექსანდრე რონდელი - არასამთავრობო ოგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის" პრეზიდენტი (საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა)

დავით აფრასიძე - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ნოდარ სურგულაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.".

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური