საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №310

კ. ბაინდურაშვილისა და პ. პეტრიაშვილის საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებსა და საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე `2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ~ მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე `საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს, მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე: `საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, `საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, `ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, `საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ორგანული კანონის პროექტებს: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, `საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მოხსენებაზე `2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მოხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი, ხოლო პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად  საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი.

ნიკა გილაური