საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №307

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

1. მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-7 პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N64 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების საფუძველზე დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირების - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვოტით:

რომან შაქარაშვილი - სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრკორესპონდენტი

ელიზბარ ნადარაია - სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრკორესპონდენტი

თენგიზ ურუშაძე - სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრკორესპონდენტი

ზურაბ ქომეთიანი - სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრკორესპონდენტი

ელგუჯა შაფაქიძე - სსიპ - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვოტით:

გიორგი ღვედაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ოლეგ ნამიჩეიშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

გიორგი ნოდია - სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ბენედიქტე წერეთელი - სსიპ - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი

ირინე კვაჭაძე - სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი;

გ) საქართველოს მთავრობის კვოტით:

ნიკა გვარამია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

ნოდარ სურგულაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ნიკოლოზ ფრუიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

გიორგი ჩალაძე - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ცინცაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2006 წლის 7 სექტემბრის N245 ბრძანება.

ნიკა გილაური