საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1064

საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის "ზ" და "ი" ქვეპუნქტებისა და "საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის N77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის "ო" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის N77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის "ო" ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების შემძენ პირებს მოსთხოვოს ექსპერტიზის ან/და აუდიტის ჩატარების მიზნით მიმართონ შემდეგ პირებს:

ა) სსიპ _ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;
ბ) PricewaterhouseCoopers;
გ) Deloitte;
დ) KPMG;
ე) Ernst & Young;
ვ) Grant Thornton;
ზ) BDO Stoy Hayward;
თ) Baker Tilly;
ი) Smith & Williamson;
კ) Tenon Group;
ლ) PKF.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური