საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1060

"თვითმმართველი ქალაქი ფოთისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის ¹93 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად "თვითმმართველი ქალაქი ფოთისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N93 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. 2009 წლის პირველ კვარტალში ქალაქ ფოთს აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური სიძნელეები, რაც აფერხებს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თითმმართველ ქალაქ ფოთს გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილონ ხუთასი ათასი) ლარი.".

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური