ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ღირსეულად ჩატარების მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ბაჩანა ახალაია - საქართველოს თავდაცვის მინისტრი
კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ალექსანდრე კვიტაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ნიკოლოზ რურუა - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნუგზარ ცაგარეიშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
მიხეილ მაჭავარიანს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს
გიორგი უგულავას - ქალაქ თბილისის მერს
მამუკა ახვლედიანს - ქ. თბილისის მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს)
ელვერ კუპატაძეს - საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის თავმჯდომარეს
მოსე მდინარაძეს - ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა თბილისის საქალაქო კავშირის თავმჯდომარეს.
3. კომისიამ ორ თვეში შეიმუშაოს და წარმოადგინოს ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებების გეგმა.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური