საქართველოს მთავრობის განკარგულება №1049

"თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N92 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად "თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის N92 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. ქალაქ ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველი ქალაქი ფოთის მერიას ფოთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის აღდგენის ფონდისათვის გადასაცემად გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი) ლარი.".

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური