საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1045

სს "გუდაურის" საკუთრებაში არსებული გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს სს "გუდაურის" წინადადება მის საკუთრებაში არსებული დაბა გუდაურში მდებარე გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციის 4-წლიანი გეგმის შემუშავების თაობაზე.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განიხილოს და შეითანხმოს სს "გუდაურის" მიერ შემუშავებული გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციის 4-წლიანი გეგმა და განახორციელოს მონიტორინგი.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური