საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1037

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს შესაბამისი თანხა 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული და ორგანიზებულად განსახლებული ოჯახების მიერ 2009 წლის განმავლობაში მოხმარებული წყლის საფასურის ანაზღაურების მიზნით შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ წარდგენილი სიის მიხედვით, ფაქტობრივი დანახარჯის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური