საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1022

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ


1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ზურაბ ალავიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

ვლადიმერ გეგელაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

ლაშა გოცირიძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ზაზა თავაძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

არჩილ ნიკოლაიშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ცინცაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ზაზა ჭელიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ნოდარ ხატიაშვილი - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.

2. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემუშავება და მათი დადგენის მიზნით საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების წარმოდგენა.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური