საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1007

მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის შესაბამისად მცხეთის მუნიციპალიტეტმა ქალაქის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის საპროექტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ოდენობით განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური