საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1006

,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის N34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის N34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების N5 დანართის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"7. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:
ა) წალკის მუნიციპალიტეტის შიდა გზების სარემონტო სამუშაოები;
ბ) ქ. წალკის პოლიციის შენობის კაპიტალური რემონტი;
გ) სოფლების: ნარდევანის, რეხასა და აიაზმას კულტურის ცენტრების რეაბილიტაცია;
დ) სოფლების: არსარვანის, ბეშთაშენის, წინწყაროს, ავრანლის, აშკალის, გუნიაკალის, გუმბათის, თეჯისის, ოზნისა და ჯინისის წყლის სისტემების რეაბილიტაცია;
ე) სოფლების: კიზილკილისა, კირიაკისა და გუმბათის სპორტული მოედნების რეაბილიტაცია;
ვ) ქ. წალკის ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოების შესრულება.".

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური