საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1002

„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის შესახებ" 2009 წლის 16 დეკემბერს ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულების სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის შესახებ" 2009 წლის 16 დეკემბერს ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულების სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.

2. „სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის შესახებ" 2009 წლის 16 დეკემბერს ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენის თაობაზე.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური