საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №991

ნ. ძიმცეიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. "საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე", "საქართველოს თავდაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური