საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №987

,,საქართველოს მთავრობას და კონტინენტალ ენერჯი ლტდ.-ს შორის საქართველოში ,,ხუდონის" ჰიდროელექტროსადგურის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ" 2007 წლის 29 ივნისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" შეთანხმების პროექტის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს ,,საქართველოს მთავრობას და კონტინენტალ ენერჯი ლტდ.-ს შორის საქართველოში ,,ხუდონის" ჰიდროელექტროსადგურის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ" 2007 წლის 29 ივნისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" შეთანხმების პროექტი.

2. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად შეთანხმებას ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ა. ხეთაგურმა.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური