საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №985

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების (მუსიკალური ინსტრუმენტები) საქველმოქმედო ფონდისათვის "ხელოვანები - თანადგომისათვის" თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ

1. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის N218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქველმოქმედო ფონდს "ხელოვანები - თანადგომისათვის" გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები - ორი ერთეული პიანინო "პეტროფი", საერთო ღირებულებით 3640 ლარი, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური