საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №979

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 14 დეკემბრის N16/1727 წერილი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. გორში, სტალინის გამზირი N16-ში მდებარე 7040კვ.მ მიწის ნაკვეთისა (საკადასტრო კოდი N66.45.24.045) და მასზე განთავსებული შენობანაგებობების (საერთო ფართობი 5337.04კვ.მ) გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური