საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №977

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ივნისის N287 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ივნისის N287 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე-დაქ¬ციით:

,,1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სა-მეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის N93 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

უჩა გელაშვილი - საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ასოციაციის თავმჯდომარე

ზურაბ გუნცაძე - ფონდ "ALPE"-ს დირექტორი

ჯამბულ ებანოიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გიორგი კერვალიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

სოფიო ოხანაშვილი - სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის "მოამბის" კორესპონდენტი

სულხან სისაური - საქართველოს ეკონომიკური გან-ვითარების მინისტრის მოადგილე

გიორგი ჯერენაშვილი - საქართველოს კონტროლის პალატის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.".

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური