საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №966

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური