საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №941

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ 2009 წლის რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თაობაზე

"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით "რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით" (ორგანიზაციული კოდი - 35 18 02 08) გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში განახორციელოს ამავე პროგრამით განსაზღვრული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური