საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №260

"დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის N238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად "დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის N238 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N153, ნაწილი III, მუხლი 1697) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. დადგინდეს დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები:
ა) 2005 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე:
ა.ა) ცეტანის რიცხვი - არანაკლებ 45;
ა.ბ) გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 350 მგ/კგ;
ა.გ) სიმკვრივე 150C - არა უმეტეს 845 კგ/მ3;
ა.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არა უმეტეს 11%;
ბ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე:
ბ.ა) ცეტანის რიცხვი _ არანაკლებ 45;
ბ.ბ) გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 350 მგ/კგ;
ბ.გ) სიმკვრივე 150C - არა უმეტეს 845 კგ/მ3;
ბ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არა უმეტეს 11%;
გ) 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე:
გ.ა) ცეტანის რიცხვი - არანაკლებ 48;
გ.ბ) გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 300 მგ/კგ;
გ.გ) სიმკვრივე 150C - არა უმეტეს 845 კგ/მ3;
გ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მა-სური წილი - არა უმეტეს 11%;
დ) 2012 წლის 1 იანვრიდან:
დ.ა) ცეტანის რიცხვი _ არანაკლებ 48;
დ.ბ) გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 200 მგ/კგ;
დ.გ) სიმკვრივე 150C - არა უმეტეს 845 კგ/მ3;
დ.დ) პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მასური წილი - არა უმეტეს 11%.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური