საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №257

"საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად "საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის N108 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, N132, III ნაწილი, მუხლი 1160) შეტანილ იქნეს ცვლილებები და 1 _ 3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. შეიქმნას საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ზურაბ პოლოლიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ზურაბ ადეიშვილი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი

თინა ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

კობა სუბელიანი - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი.

2. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ზ. მელიქიშვილს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს გ. მელაძეს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ლ. ბეჟაშვილს, ქალაქ თბილისის მერს გ. უგულავასა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გ. ქადაგიძეს, რომ სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ წევრის სტატუსით.

3. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2011 წლის 1 იანვრამდე.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური