საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 29 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2009 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 59 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.
 
სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ დღეს მთავრობა 2009 წელს აჯამებს. „მინდა გითხრათ, რომ მინისტრების უმრავლესობის ანგარიში იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა ამ წლის განმავლობაში, მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ. ხვალაც ჩავატარებთ მთავრობის სხდომას, რომელზეც დავასრულებთ ამ პროცესს.

აგრეთვე, ხვალ დღის მეორე ნახევარში პრესის წარმომადგენლებს შევხვდები და მოვუყვები იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა 2009 წლის განმავლობაში: რა პრობლემები ან მიღწევები გვქონდა, რომელი დაპირებები ვერ შევასრულეთ და რომელი შევასრულეთ, 2010 წელს რა კონკრეტული სამოქმედო გეგმა გააჩნია მთავრობას, რა პრიორიტეტები გვაქს, რა სამუშაოებს შევასრულებთ, რას დავაფინანსებთ და რას ვპირდებით საზოგადოებას მომავალ წელთან დაკავშირებით,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური