საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 11 ნოემბრის მთავრობის სხდომა

საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომა კახეთში, სოფელ ლოპოტაში 2009 წლის 11 ნოემბერს საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდომა კახეთში, სოფელ ლოპოტაში გაიმართა. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გაუძღვა. დღის წესრიგში 46 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

ლოპოტაში გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივიებით გამოვიდა. ინიციატივების თანახმად საგადასახო დავების განხილვაში ბიზნესმენთა ფედერაციისა და სამრეწველო სავაჭრო პალატის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას; ბიზნესის დალუქვის უფლება მხოლოდ ფინანსთა მინისტრს მიენიჭება და 35 მილიონი ლარი ჩაიდება, რათა ბიზნესმენებს დამატებითი ღირებულების გადასახდი უკან დაუბრუნდეთ.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორის უფრო გააქტიურებისთვის ეს კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია.

"ბოლო 10 თვის განმავლობაში ბიზნესს დაუბრუნდა 120 მილიონი ლარი. ჩვენი გეგმებით, დაბრუნებული დამატებითი ღირებულების გადასახადი წელს 170 მილიონ ლარს გადააჭარბებს. 35 მილიონ ლარს, რომელიც პროცედურების მიხედვით უნდა დაბრუნებულიყო ექვსი თვის განმავლობაში, წელსვე დავაბრუნებთ," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინიტრის პრესსამსახური