საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2009 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 56 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა: "მინდა საზოგადოებას გავაცნოთ იმ მსხვილი პროექტების მიმდინარეობის შესახებ, რომლებიც წლევანდელი წლის განმავლობაში დაიწყო, ან დაიწყება მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში. ასეთი პროექტებია გზების, ჰესებისა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა''.

გომბორის, სამცხე-ჯავახეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის გზების მაგისტრალების მშენებლობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ინფორმაციის მიწოდება დათო ტყეშელაშვილს სთხოვა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა, ძირითადი პროექტებია, თბილისი-იგოეთი და იგიოეთი-გორის დამაკავშირებელი ავტობანი.

„თბილისიდან-გორამდე იქნება ორმხრივი თავისუფალი მაგისტრალი. თბილისი-გომბორი-თელავის გზის მშენებლობის დაწყება, ჩვენი მთავრი დაპირება იყო. სამუშაოები, ერთი კვირის წინ დავიწყეთ. 2010 წლის აგვისტოს ბოლოსთვის გზა თბილისიდან თელავამდე თავიდან ბოლომდე რეაბილიტირებული იქნება. უნდა ითქვას, რომ გარკვეული შეფერხებები იყო თბილისი-სამცხე-ჯავახეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა კომპანიები სრულფასოვნად მუშაობენ. 2010 წლის ოქტომბერ- ნოემბერში სამუშაოების დასრულება ჩვენი მთავარი ამოცანაა.

2010 წლის პირველ ნახევარში, დასავლეთ საქართველოში ავტობანის მშენებლობა დაიწყება. ეს იქნება ორი პროექტი: პირველი, ზესტაფონი-სამტრედიის მაგისტრალი და მეორე, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ჩოლოქიდან, აჭარის ადმინსიტრაციული საზღვრიდან თურქეთში ახალი გზით ჩაგვიყვანს. აღსანიშნავია, რომ გზა ქობულეთსა და ბათუმს გვერდს აუვლის. მოსამზადებელი სამუშაოები,
2009 წლის ბოლოს დასრულდება.

ეს პროექტები, დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი 4.5 მილიარდი დოლარის დახმარებიდან ფინანსდება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მშენებლობების პროცესში, როგორც იმერეთში, ასევე აჭარის რეგიონში, შეიქმნება, რამოდენიმე ათასი დამატებითი სამუშაო ადგილი.

ნიკა გილაურმა, აგრეთვე ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე სამუშაობზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით,პრემიერ-მინისტრმა ინფორამციის მიწოდება ალექსანდრე ხეთაგურს სთხოვა.

ენერგეტიკის მინისტრმა ალეკო ხეთაგურმა აღნიშნა, რომ წელს სამი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა დაიწყება. "მინდა ვთქვა, რომ ბახვის 9 მეგავატიანი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა, რომელიც გურიაში მდებარეობს, ივლისის თვეში დაიწყო და საკმაოდ აქტიურად გრძელდება. პირველ ეტაპზე მისასვლელი გზების მშენებლობა და სამშენებლო მოედნის მომზადება მიმდინარეობს.
ჰიდროტექნიკური მოწყობილობების შეკვეთები, უკვე მიცემულია. ეს ჰესი წელიწადნახევარში დამთავრდება.

წელს, 6 ნოემბერს მდინარე მტკვარზე ახალციხის რაიონთან ახლოს 41 მეგავატიანი მტკვარი ჰესის მშენებლობა ოფიცილურად გაიხსნება. დეკემბრის პირველ ნახევარში, 78 მეგავატიანი ფარავანის ჰიდროელექტრო სადგურს ოფიციალურად გავხსნით. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმძლავრეა. ერთი მშენებლობა სამ ნახევარ წელიწადში, მეორე კი ორ წელიწადში დასრულდება.

სექტემბერში, ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობა დავიწყეთ. ეს ხაზი დონორი ორგანიზაციების მიერ 4.5 მილაირდიანი დახმარებიდან ფინანსდება. ჯამში პროექტის ღირებულება იქნება 280 მილ ევრო. ეს პროექტი 2012 წლის მაისში დასრულდება.

ამ დროისათვის თურქეთის მიმართულებით, ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობა გვექნება. აღსანიშნავია, რომ თურქეთის ბაზარი ბევრად უფრო მაღალ ფასიანი ბაზარია, სხვა ბაზრებთან შედარებით.

ეს იყო პირველი წელი, როდესაც ჩვენ განვახორციელეთ ელექტრო ენერგიის ექსპორტი ოთხივე მიმართულებით. აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი მთლიანად იყო დატვირთული. ამჟამად ექსპორტი თურქეთში მიმდინარეობს და შესაძლებლობების ფარგლებში ექსპორტი ზამთრის პერიოდში რუსეთშიც შეიძლება განხორციელდეს.

ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ 3-4 წლის წინ მთავრი კითხვა იყო ზამთრისათვის ენერგოსისტემის მზაობის საკითხი. „ეს საკითხი ბოლო წლებში საზოგადეობას ნაკლებად აინეტერსებს. მათ შესაძლოა დაავიწყდათ დრო, როდესაც მე-9 ბლოკის მუშაობა-არ მუშაობა ქვეყანაში მთავარი ახალი ამბავი იყო. თუმცა საინტერესოა, რამდენად მზადაა ენერგოსისტემა ზამთრისათვის, როგორია ჰესებში წყლის დონე?" - კითხა პრემიერ-მინისტრმა ალეკო ხეთაგურს.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ენერგო სისტემა მზადყოფნაშია. ჩატარებულია ყველა სამუშაოები, როგორც ელექტრომომარაგების, ასევე ბუნებრივი გაზის მომარაგების მხრივ. ბუნებრივი გაზის მოწოდების წყაროები უკვე მაქსიმალურადაა დივერსიფიცირებული. ყველა ქვესადგურებზე ჩატარებულია მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ახლა უკვე შესაძლოა დაისვას კითხვა: თუ რა მოცულობის ექსპორტს განვახორციელებთ ზამთარში.

გარდა ამისა,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გოგა ხაჩიძეს, მოსახლეობის შეშით მომარაგებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

გოგა ხაჩიძემ აღნიშნა, რომ საშეშე მერქანი დროულად გამოიყო. „ ყველა რაიონში ტყეკაფები საჭირო რაოდენობისაა. "მოსახლეობას საშეშე მერქანი უკვე სახლში მიაქვს. პრობლემები ნალექმა შექმნა. ტყეკაფებამდე მიმავალი ბევრი გზა დამეწყრილია და მიუვალია. ამ პრობლემასთან დაკავშირებით ვატარებთ სათანადო ღონისძიებებს: მოსახლეობის დამხარებით ვცდილობთ მოვაწესრიგოთ გზები და ტყეკაფები, ადგვილად მისადგომ ადგილებში გადმოვიტანოთ.

მოსახლეობას მეტი პასუხისმგებლობისა და სიფრთხილისაკენ მინდა მოვუწოდო. ბოლო კვირის განმავლობაში ხანძრის 9 კერა გვქონდა. ახლაც რაჭაში, გურიაში, კახეთში სვანეთში გვაქვს. შინაგან სამქეთა სამინსიტროს თანამშრომლებთან ერთად მობილიზებულია სატყეო დეპარტამენტი, საჭირო ტექნიკა, ავიაცია. გვაქვს ყველა ის შესაძლებლობა, რომ ხანძარს გავუმკლავდეთ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაჭაში ახალი კერა თუ არ გაჩნდა , ხანძარი ლოკალიზებული იქნება," - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა.

ხოლო, კობა სუბელიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის სამინსიტრომ გამოყო ტყეკაფები იმ ჩასახლებული ადგილების მიხედვით, სადაც რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებული დევნილები არიან ჩასახლებულები. „ჩვენ შეგვეძლება გამოვიზამთროთ უპრობლემოდ. შეშა გვექნება აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვისაც. სადაც გაზია და ელექტრო ენერგია იქ დევნილები გაზით იქნებიან უზრუნველყოფილნი," - დასძინა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური