საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის, 9 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

დღეს, 2009 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 46 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, საზოგადოებისთვის საინტერესო რამოდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

,,პირველ რიგში, მინდა შევეხო რაჭის მიწისძვრის საკითხს. მთავრობამ, ამ პრობლემის გადასაწყვეტად 5 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება,"- აღნიშნა ნიკა გილაურმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება პრემიერ-მინისტრმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსისტრს, დავით ტყეშელაშვილს სთხოვა.

მინისტრის თქმით, მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლების გამაგრებითი სამუშაოები ამ დღეში დაიწყება. ხოლო ის ადამიანები, რომელთა სახლებში ცხოვრება შეუძლებელია, დროებითი საცხოვრებლით დაკმაყოფილებიან.

აგრეთვე, პრემიერ-მინისტრი განათლების სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებსაც შეეხო.

,,ხალხთან დიალოგის დროს, განათლების სფეროში რამოდენიმე პრობლემური საკითხი გამოიკვეთა. განსაკუთრებით, ეს ეხებოდა ერთიან ეროვნულ გამოცდების საკითხებს: არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებული პრობლემა, სკოლაში უნარჩვევების შესწალა და აბიტურიენტისთვის გაურკვეველი გამოცდების რაოდენობა. მინდა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ნიკა გვარამიამ თვითონ გააცნოს საზოგადოებას ის ცვლილებები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობას, უახლოეს პერიოდში შევთავაზებთ," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

ხოლო, როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში კიდევ მეოთხე, არჩევითი სავალდებულო გამოცდა იქნება. რაც შეეხება უნარჩვევების გამოცდასთან დაკავშირებულ პრობლემას, სკოლებში, ერთგვარი კურსი, მეთორმეტე კლასში შევა. ამას მათემატიკის მასწავლებლები განახორცილებენ. მოსწავლეები ინფორმირებულბი იქნებიან რა ტიპის გამოცდა ელით. მინისტრის თქმით, აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სკოლადამთავრებულების უმაღლეს გამოცდებში მონაწილეობის ძალიან დაბალი სტატისტიკადაა, კიდევ უფრო დაბალია ჩაბარების მაჩვენებელი. სწორედ ამ ბავშვებისთვის, გამოცდა მხოლოდ უნარებში ჩატარდება, მათთვის იქნება ცალკე დაფინანსება, ცალკე ადგილები. სავალდებულო პორობა უმაღლეს სასწავლებელში, ქართული ენის სწავლა იქნება.

განათლების და მეცნიერების მინისტრის საუბრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბაკურ კვეზერელს რთველთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება სთხოვა.
ბაკურ კვეზერელის თქმით, რთველი და მოსავლის აღების სამუშაოები ფაქტობრივად დასრულდა, წელს რთველში 50-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რაც გასულ წელთან შედარებით, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

ბოლოს, ნიკა გილაური ენერგეტიკის საკითხს შეეხო.

,,საერთაშორისო ენერგეტიკულ საკითხზე მინდა ვისაუბრო. ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური რუმინეთში იმყოფებოდა, სადაც საქართველო-რუმინეთი გაზის პროექტებზე ერთობლივ მუშაობის პირველად შეთანხმებას ხელი მოეწერა. საუბარია, საქართველოდან რუმინეთში გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ,'' - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური