საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 10 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2009 წლის 10 სექტემბერს რაჭაში გაიმართა საქართველოს მთავრობის გასვლითი სხდოამა. დღის წესრიგში 35 საკითხი იყო შეტანილი.  დღის წესრიგი.

როგორც სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, ამბროლაურში მთავობის სხდომის ჩატარებას რამოდენიმე მიზეზი ჰონდა.

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ამ დღეებში მომხდარი მიწისძვრა. მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სახლები დავათვალიერეთ და 400-ზე მეტ სახლში ცხოვრება შეუძლებელია. ამჯამად, სპეციალისტების და ექსპერტთა ჯგუფი, მიწისძვრის შედეგების შეფასებაზე მუშაობს. მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი, დაახლოებით ერთ კვირაში ან ათ დღეში გვექნება.მანამდე კი, ძალიან ძნელია შეფასების გაკეთება, რაიმე თანხის დასახელება. უახლოეს მომავალში მოსახლეობას კონკრეტულ ციფრებს მოვახსენებთ და კონკრეტულ ქმედებებს დავიწყებთ.

ასევე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ამბროლაურის მოსახლეობას, მინდა მივულოცო ახალი პოლიციის შენობის და ახალი სასტუმროს გახსნა. პოლიციის შენობა უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი, ხოლო სასტუმრო უახლესი სტანდარტებით არის გაკეთებული. რაჭას, ახალი მშენებლობები და ახალი სიცოცხლე ემატება და იმედია, ეს მომავალშიც გაგრძელდება.

აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გამოტანილია საკითხი, კალათბურთის ფედერაციისათვის დამატებით 100 ათასი ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით. გუშინდელი ჩვენი კალათბურთელების, ჩვენის გუნდის გამარჯვება, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კალათბურთის ფედერაცია 12 წელია სწორედ ამ წარმატებისთვის იღწვის. მინდა ყველას მივულოცო და მადლობა გადავუხადო, ვისაც ამ წარმატების მოპოვებში წვლილი მიუძღვის. ჩვენ გვინდა,რომ ამ სპორცმენებს, რომლებმაც საქართველოს მოსახლეობის გასახარებლად ყველაფერი გააკეთეს, სახელმწიფოსგან დამატებითი სტიმული ქონდეთ.

გარდა ამისა, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზე მინდა ვისაუბრო. ამ რეგიონში, წლის განმავლობაში, ჯამში 31,7 მილიონი ლარი დაიხარჯება. ძირითადი თანხა,19 მილიონი ლარი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება. სასმელ წყალზე 3,8 მილიონი ლარია გათვალისწინებული, სკოლებზე 1,6 მილიონი, დანარჩენ სხვა სამუშაობზე კი დაახლოებით 5-6 მილიონი ლარი დაიხარჯება, - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური