საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 24 ივლისის მთარობის სხდომა

დღეს, 2009 წლის 24 ივლისს, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 58 საკითხი . დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტზე ისაუბრა.

,,არ შემიძლია არ შევეხო ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტს საქართველოში, რომელიც თავისი მნიშვნელობით, მართლაც ისტორიული იყო. ჯო ბაიდენის გამოსვლებში, თუნდაც პარლამენტში, თუნდაც სხვა შეხვედრებში ნაჩვენები იყო, ამერიკის პირდაპირი და ღია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მოლაპარაკებები, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მრავალფეროვანი იყო. აბსოლიტურად ყველა საკითხი იქნა განხილული. ამ ვიზიტს, პოზიტიური ცვლილებები არა მარტო პოლიტიკაზე, არამედ ეკონომიკაზეც მოყვება. ამერიკის ასეთი მხარდაჭერა, ინვესტორებს და ბიზნესმენებს საქართველოში ეკონომიკური აქტივობის გასაზრდელად დამატებით სტიმულს მისცემს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ძალიან ბევრ ბიზნესმენს და ინვესტორს შევხვდი. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ მოსწონთ საქართველოში არსებული საგადასახადო სისტემა, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, დაბალი კორუფცია და რეგულაციის ნაკლებობა. მათი კითხვები, პოლიტიკურ სტაბილურობას და ამერიკის მხარდაჭერის საკითხს ეხება. ვფიქრობ, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტმა და პარლამენტში გამოსვლამ, ყველა კითხვას პასუხი გასცა. უახლოეს პერიოდში, საქართველოში ეკონომიკური აქტივობის გაზრდას, ინვესტორების კიდევ უფრო გააქტიურებას აუცილებლად დავინახავთ,'' - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური